მასპინძელმა თელაველებმა მეორეადგილოსან სამტრედიელებისგან გოლი 50-ე წუთზე მიიღეს, გამათანაბრებელი გოლი კი 8 წუთში ირაკლი რუხაძემ გაიტანა. შეხვედრა 1:1 დასრულდა.
„თელავს“ ამ დროისთვის 6 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-5 ადგილზეა.
მორიგ, მე-5 ტურის შეხვედრას დენის ხომუტოვის გუნდი 4 აპრილს სტუმრად, ფოთში ადგილობრივ „კოლხეთთან“ გამართავს.