weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისის გრან-პრის პირველი დღე 4 ქართული მედლით დასრულდა

10:53 შაბათი, 30 მარტი 2019

ძიუდოში თბილისის გრან-პრის გათამაშების პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და ბრინჯაოს 2 მედალი მოიპოვა.

ოლიმპიურ სასახლეში ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა. 60 კგ წონაში მოასპარეზე ძიუდოკამ, რომელიც მსოფლიო რეიტინგის მე-10 ნომერი გახლავთ, ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა ამ ტურნირზე. აქვე გეტყვით, რომ ეს მისი მეოთხე მედალია თბილისურ შეჯიბრებაში - 2014 წელს გამართული თბილისის პირველი გრან-პრი მან მესამე ადგილზე დაასრულა.

ჩემპიონობა შეეძლო გიორგი თუთაშვილს (66 კგ), თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში მას შედარებით გამოცდილმა, ისრაელის წარმომადგენელმა ტალ ფლიკერმა აჯობა და ვერცხლს დასჯერდა. ახალგაზრდა ქართველმა უფროსებს შორის პირველად მოიპოვა მედალი.

პირველ დღეს ვაჟებმა მხოლოდ 60-66 კგ წონით კატეგორიებში გაითამაშეს მედლები და ქართველებმა ორივეგან მოიგეს ბრინჯაოს მედლები - ჯაბა პაპინაშვილმა 60 კგ-ში, ბაგრატ ნინიაშვილმა კი - 66კგ-ში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]