weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ბასილაშვილის რეკორდული რეიტინგი

16:15 შაბათი, 30 მარტი 2019

ახალგაზრდა ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მორიგ კარიერულ რეკორდს ამყარებს. პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ახალ მსოფლიო რეიტინგში საქართველოს N1 ჩოგანი მე-17 ადგილზეა, რაც მის კარიერასა და მთლიანად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

ბასილაშვილმა მაიამის მასტერსის ტურნირზე ორი მატჩი მოიგო და მერვედფინალამდე მიაღწია, რითაც რეიტინგში 65 ქულა დაემატა და ორი საფეხური მოიგო.

მაიამის ტურნირზე შემორჩენილი ჩოგბურთელებიდან ბასილაშვილის გასწრება შეეძლო კანადელ დენის შაპოვალოვს, მაგრამ მან ნახევარფინალში როჯერ ფედერერთან წააგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]