weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბითაძეს კუთვნილი პრიზები გადასცეს

11:33 ორშაბათი, 01 აპრილი 2019

გოგა ბითაძის „ბუდუჩნოსტმა“ ადრიატიკის ლიგის ნახევარფინალში ხორვატულ „ცედევიტასთან“ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, რაშიც თავისი წვლილი 19 წლის ქართველმა კალათბურთელმაც შეიტანა. აღსანიშნავია, რომ თამაშამდე ბითაძეს ლიგის რეგულარული სეზონის საუკეთესო კალათბურთელისა და საუკეთესო ახალგაზრდისთვის კუთვნილი პრიზები გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ პოდგორიცელებმა ზაგრებში 83:90 წააგეს, შინ კი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ და 87:72 იმარჯვეს.

ბითაძე ხსენებულ მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში) და 3 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 9-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 5 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

ნახევარფინალის გადამწყვეტი მატჩი 7 აპრილს გახლავთ დაგეგმილი და მას ზაგრები უმასპინძლებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]