ბასკურმა კლუბმა ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში „ესტუდიანტესი“ 104:67 გაანადგურა, შენგელია კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 17 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში) და 3 პასი მიითვალა.
„თოკომოტივმა“ 10-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ. ქართველი მძიმე ფორვარდის მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა მეტოქეზე 16 ქულით მეტი ჩააგდეს.
„ბასკონიამ“ 18 მოგება და 7 მარცხი მოაგროვა და მესამე ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 7 აპრილს, სტუმრად „მურსიასთან“ ჩაატარებს.