weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჰამილტონმა გამარჯვება ლეკლერს წაართვა

13:56 ორშაბათი, 01 აპრილი 2019

ფორმულა 1-ში ბაჰრეინის ტრეკზე რბოლა შარლ ლეკლერმა ბრწყინვალედ ჩაატარა და რომ არა ტექნიკის დაზიანება, დამსახურებულ პირველ გამარჯვებას მოიპოვებდა, მაგრამ გამარჯვება მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ ლუის ჰამილტონს დარჩა.

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ბრიტანელმა მოიგო, მანქანიდან გადმოსვლისთანავე მიეახლა ლეკლერს და დიდებული რბოლა შეუქო, თავად კი უხერხულობა ეტყობოდა.

ლეკლერს არ გაუმართლა, თუმცა მისი მთავარი გამართლება ისაა, რომ „ფერარიში“ ნიჭი დაუფასეს და ახალგაზრდობის მიუხედავად, გუნდში მიიწვიეს, რასაც მარანელოელები მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში აკეთებენ.

„შარლს ძალიან არ გაუმართლა, მან დიდებული რბოლა ჩაატარა. ბევრი გარჯა მოგვიწევს, რათა ეს ბიჭები კვლავ უკან მოვიტოვოთ“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვისთვისაც ეს კარიერაში მოპოვებული 74-ე გამარჯვებაა. შეგახსენებთ, რომ ტრეკების მოგებათა რეკორდი ლეგენდად ქცეულ მიხაელ შუმახერს ეკუთვნის, ვისაც 91 გამარჯვება აქვს მოპოვებული.

ბაჰრეინის დიდი პრიზი

სახირი, დისტანცია 308.238 კმ (5.412 კმ, 57 წრე)

ლუის ჰამილტონი (დიდი ბრიტანეთი, მერსედესი) 1:34:21.295

ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 2.980

შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 6.131

მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 6.408

სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 36.068

ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 45.754

კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 47.470

პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 58.094

ალექსანდერ ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 62.697

სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 63.696

ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 64.599

დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1 წრე

კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე

ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1 წრე

ჯორჯ რასელი (დიდი ბრიტანეთი, უილიამსი) 1 წრე

რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 2 წრე

ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) DNF 0

დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) DNF 0

კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) DNF 0

რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) DNF 0

უსწრაფესი წრე:

შარლ ლეკლერი - 1:33.411 (38-ე წრე, 208.575 კმ/სთ)

2019 წლის მრბოლთა მიმდინარე კლასიფიკაცია:

  1. ვალტერი ბოტასი - 44 ქულა
  2. ლუის ჰამილტონი - 43
  3. მაქს ფერსტაპენი - 27
  4. შარლ ლეკლერი - 26
  5. სებასტიან ფეტელი - 22
  6. კიმი რაიკონენი - 10
  7. ლანდო ნორისი - 8
  8. კევინ მაგნუსენი - 8
  9. ნიკო ჰულკენბერგი - 6
  10. პიერ გასლი - 4
  11. ლანს სტროლი - 2
  12. ალექსანდერ ალბონი - 2
  13. დანიილ კვიატი - 1
  14. სერხიო პერესი - 1

2019 წლის კონსტრუქტორთა მიმდინარე ჩემპიონატი:

  1. მერსედესი - 87 ქულა
  2. ფერარი - 48
  3. რედ ბულ-ჰონდა - 31
  4. ალფა რომეო - 10
  5. ჰაას-ფერარი - 8
  6. მაკლარენ-რენო - 8
  7. რენო - 6
  8. რეისინგ პოინტ-მერსედესი - 3
  9. ტორო როსო-ჰონდა - 3
  10. უილიამს-მერსედესი - 0
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]