weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა

17:07 სამშაბათი, 04 ივლისი 2017

პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ხმლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა ფინალში ფრანგი მეტოქე 15:8 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ ნინა თიბილაშვილი მიმდინარე წლის მაისში ჰოლანდიის ქალაქ სტადსკანალში გამართულ 23-წლამდელთა მსოფლიო თასის გათამაშებაში გახდა ოქროს მედლის მფლობელი.

შეგახსენებთ, რომ ამავე ანგარიშით მოიგო ფინალში ასევე ხმლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმაც, რომელიც ვარშავაში ეტლით ფარიკაობაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]