weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია

10:33 სამშაბათი, 02 აპრილი 2019

პრესტიჟულმა ფრანგულმა ჟურნალმა France Footbal, მსოფლიოს ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე ფეხბურთელების ხუთეული დაასახელა. რეიტინგის სათავეში „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი მოექცა, რომლის წლიური შემოსავალი 130 მილიონი ევროა (გადასახადების გაუთვალისწინებლად).

მეორე ადგილზე 113 მილიონით „იუვენტუსის“ ვარსკვლავი კრისტიანო რონალდოა - მას ამჯერად 10 მილიონით მეტი აქვს, ვიდრე „რეალში“ თამაშისას ჰქონდა.

მესამე ადგილზე „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი გავიდა. ბრაზილიელის შემოსავალი 91.5 მილიონს შეადგენს. „ატლეტიკოელი“ ანტუან გრიზმანი წელიწადში თურმე 44 მილიონით მდიდრდება, ხუთეულის ბოლოში კი „რეალის“ უელსელი წევრი გარეთ ბეილია - 40.2 მილიონით.

აღნიშნულ ამ თანხებში იგულისხმება ხელფასი, სპონსორული კონტრაქტები, ბონუსები და სხვა წყაროები.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]