„მესი ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა იგი ღმერთი არ არის. არ შეიძლება, ადამიანს ასე ეთაყვანებოდე, ასეთი რამ მხოლოდ ღმერთის მიმართ შეიძლება. ეს მკრეხელობაა და სხვა არაფერი.“ - განმარტა რომის პაპმა.
მესის თანამემამულე რომის პაპი ფეხბურთის დიდი მოყვარულია. იგი 2008 წლიდან არგენტინული კლუბის „სან ლორენსოს“ საპატიო მოთამაშეცაა.