weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

როდის დაბრუნდება გიორგი ჩაკვეტაძე

16:51 სამშაბათი, 02 აპრილი 2019

ბელგიური გამოცემების ინფორმაციით, ბელგიურ „გენტს“ 19 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე დაახლოებით 10 დღეში დაუბრუნდება.

ბელგიური პრესა წერს, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველი „გენტს“ კიდევ უახლოეს ორ მატჩში, 3 აპრილს „გენკისა“ და 6 აპრილს ლიეჟის „სტანდარდის“ წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.

როგორც იუწყებიან, გიორგი ჩაკვეტაძემ გუნდთან ერთად ვარჯიში 1 კვირაზე მეტია დაიწყო, თუმცა მწვრთნელი იეს თორუპი ფიქრობს, რომ იგი სრულად მზად ჯერ არაა.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელს 17 დეკემბერს ნატკენი მუხლი დღემდე არ აძლევს წესიერად თამაშის საშუალებას. ჩაკვეტაძე მოედანს იანვრის ბოლოს დაუბრუნდა, თუმცა 30 იანვარს კვლავ დაიზიანა მუხლი და ლაზარეთში შებრუნდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]