weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი კრიტიკის გამო გადადგა

10:53 ოთხშაბათი, 03 აპრილი 2019

გერმანიის საფეხბურთო კავშირის (DFB) პრეზიდენტი რაინჰარდ გრინდელი თანამდებობიდან გადადგა. გადაწყვეტილების მიზეზი მწვავე კრიტიკაა, რომელიც საფეხბურთო მაღალჩინოსანს ძვირფასი მაჯის საათის საჩუქრად მიღების გამო დაატყდა.

საქმე ისაა, რომ კიევის „დინამოსა“ და უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გრიგორი სურკისმა, ვინც ახლო წარსულში UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახლდათ, გრინდელს 6 ათას ევროდ შეფასებული მაჯის საათი უსახსოვრა. ინფორმაცია ერთ-ერთმა გამოცემამ გაავრცელა, რასაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოყვა.

„სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი ასეთი ძვირფასი საჩუქარი თუ იყო. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას, ვინც ჩემი საქციელის გამო თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. ბატონ სურკისს ჩვენ კავშირში, გნებავთ ჩემთან, ფინანსური ან სხვა სახის დაინტერესება არასდროს ჰქონია. ეს უბრალოდ საჩუქარი იყო. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მას ჩემთვის არც რაიმე სხვა სახის დახმარება უთხოვია“, - განაცხადა გრინდელმა საგანგებო პრესკონფერენციაზე.

რაინჰარდ გრინდელი სამი წლის წინ აირჩიეს DFB-ის მმართველად, თუმცა ქვეყანაში პოპულარობა ვერ მოიხვეჭა. რამდენიმე გადაწყვეტილების გამო მას ხშირად აკრიტიკებდნენ. მაგალითად, ბევრმა არ მოუწონა ბუნდესლიგის მატჩების ორშაბათ საღამოს გადატანა, ტურის რამდენიმე საათით გვიან დაწყება და სტადიონებზე პიროტექნიკის აკრძალვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]