შეხვედრა თანაბარი ბრძოლით დაიწყო და ორივე გუნდი ქმნიდა სახიფათო მომენტებს. პირველ ტაიმში გოლის გატანასთან უფრო ახლოს სტუმრები იყვნენ, რომლებსაც მე-20 და 25-ე წუთებზე რეალური შანსი მიეცათ, საპასუხოდ კი ანგარიშის გახსნასთან ახლოს მასპინძლებიც იყვნენ.
მეორე ნახევარში „ალაზანი“ დაწინაურდა, როდესაც გაგა მოდებაძის ფლანგური გარღვევისა და ჩაწოდების შემდეგ, მეკარის მოგერიებულს თორნიკე დანაჭრელიშვილმა დაამატა. „გაგრამ“ ტემპს მოუმატა ანგარიშიც გაათანაბრა - გურჯაანელთა დაცვა ჩავარდა, რითაც მეტოქემ ისარგებლა - 1:1. შეხვედრა თითქოს ლოგიკური ყაიმისკენ მიდიოდა, თუმცა „ალაზანმა“ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რაც გოლად დანაჭრელიშვილმა აქცია და დუბლი გაიფორმა. დარჩენილ დროში გუნდებს კიდევ მიეცათ გოლის გატანის შესაძლებლობა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
რეგიონული ლიგის აღმოსავლეთ გ ჯგუფში სულ 10 გუნდი ასპარეზობს. მორიგი ტური 10 აპრილს გაიმართება, „ალაზანი“ სტუმრად ითამაშებს და „გარდაბანს“ დაუპირისპირდება.