weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მსოფლიო რეიტინგში „ჯვაროსნები“ სამი საფეხურით დაქვეითდნენ

13:44 ხუთშაბათი, 04 აპრილი 2019

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები FIFA-ს განახლებულ რეიტინგში სამი პოზიციით დაქვეითდა და ამჟამად 94-ე ადგილზეა. აპრილის მსოფლიო რეიტინგზე გავლენა ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მატჩებმა იქონიეს.

რაც შეეხება საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნების“ მეტოქეებს, ირლანდიელები ხუთი ნაბიჯით წინ 29-ე ადგილზე ავიდნენ, შვეიცარია და დანია იგივე ადგილებზე დარჩნენ, გიბრალტარი კი 195-ეა.

FIFA / Coca-Cola-ს აპრილის თვის რეიტინგში ყველაზე დიდი ვარდნა ავსტრიის ეროვნულმა გუნდმა განიცადა, რომელიც ერთბაშად 11 ადგილით დაეშვა და ახლა 34-ეა, ყველაზე დიდი პროგრესი კი ისრაელის ნაკრებმა ირგუნა - ანდრეას ჰერცოგის გუნდი 8 პოზიციით დაწინაურდა და 84-ე ადგილზე აძვრა.

მცირე ცვლილებები მოხდა ტოპ-ათეულში, სადაც ურუგვაი-პორტუგალიამ და ინგლის-ხორვატიამ ერთმანეთს ადგილები გაუცვალეს:

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]