რაც შეეხება საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნების“ მეტოქეებს, ირლანდიელები ხუთი ნაბიჯით წინ 29-ე ადგილზე ავიდნენ, შვეიცარია და დანია იგივე ადგილებზე დარჩნენ, გიბრალტარი კი 195-ეა.
FIFA / Coca-Cola-ს აპრილის თვის რეიტინგში ყველაზე დიდი ვარდნა ავსტრიის ეროვნულმა გუნდმა განიცადა, რომელიც ერთბაშად 11 ადგილით დაეშვა და ახლა 34-ეა, ყველაზე დიდი პროგრესი კი ისრაელის ნაკრებმა ირგუნა - ანდრეას ჰერცოგის გუნდი 8 პოზიციით დაწინაურდა და 84-ე ადგილზე აძვრა.
მცირე ცვლილებები მოხდა ტოპ-ათეულში, სადაც ურუგვაი-პორტუგალიამ და ინგლის-ხორვატიამ ერთმანეთს ადგილები გაუცვალეს: