weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„თელავმა“ ფოთის „კოლხეთი“ 5:0 დაამარცხა

17:14 ხუთშაბათი, 04 აპრილი 2019

საფეხბურთო ეროვნული ლიგა 2-ის მე-5 ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ფოთში გამართა და ადგილობრივი „კოლხეთი 1913“ დიდი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა.

თელაველთაგან ხუთივე გოლი გუნდის ახალწვეულებმა გაიტანეს: ალექსანდრე კოშკაძემ დუბლი შეასრულა, თითო ბურთი კი რატი კაკიაშვილმა და უკრაინელმა ლეგიონერებმა - ალექსანდრ კვასოვმა და დმიტრო პუდიმ მიითვალეს.

დენის ხომუტოვის გუნდს ამ დროისთვის 9 ქულა აქვს და განვლილი 5 ტურის თავზე გათამაშების ცხრილში ჯერ-ჯერობით, მე-3 ადგილზეა.

მორიგ, მე-6 ტურის შეხვედრას „თელავი“ 8 აპრილს, გივი ჩოხელის სახელობის საშინაო სარბიელზე გამართავს და „გაგრას“ დაუპირისპირდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]