2018 წლის დეკემბერში „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გათავისუფლების შემდეგ პორტუგალიელი სპეციალისტი სატელევიზიო ექსპერტად მუშაობს. ამ პერიოდში მას სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნების სურვილი არაერთხელ გამოუთქვამს. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მან გერმანიაში მუშაობის სურვილზეც ისაუბრა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყოფილ კლუბში დასაბრუნებლად მოურინიო მზადაა ხელფასთან დაკავშირებით თავისი მოთხოვნები შეამციროს და 10 მილიონი ევროს ნაცვლად წელიწადში 8 მილიონს დათანნხმდეს. ჭორების თანახმად, მოურინიოს დაბრუნება „ინტერის“ ვიცე-პრეზიდენტსა და ყოფილ კაპიტანს, ხავიერ ძანეტისაც სურს.
მოურინიოს ტელეფონით „რომას“ წარმომადგენლებიც დაუკავშირდნენ, თუმცა მოლაპარაკება მხოლოდ ადრინდელ ეტაპზეა.
მილანის „ინტერში“ ჟოზე მოურინიო 2008-2010 წლებში, ორი სეზონის განმავლობაში მუშაობდა. 2010 წელს მილანურ კლუბთან ერთად მან ჩემპიონთა ლიგა, იტალიის ჩემპიონატი და იტალიის თასი მოიგო.