შეგახსენებთ, რომ „გოლდენ სტეიტმა“ საჩემპიონო სეზონის შემოქმედ კალათბურთელთა უმეტესობას ხელშეკრულებები უკვე გაუგრძელა და როგორც ჩანს, ახლა საქართველოს ნაკრების კაპიტნის ჯერიც დადგა. მოგეხსენებათ, ზაზა ფაჩულია „გოლდენ სტეიტში” გასული სეზონის წინ გადაბარგდა და საჩემპიონო ბეჭდის მოგების მიზეზით, შედარებით მცირე ხელფასს (2.9 მილიონი დოლარი) დასთანხმდა. თუ რამდენს შესთავაზებს კლუბი მომავალი სეზონისთვის ფაჩულიას, რომელიც საშუალოდ 6.1 ქულას, 5.9 მოხსნასა და 1.9 პასს აგროვებდა, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.
ცნობილია ისიც, რომ სტეფ კარისთან მაქსიმალური, ანდრე იგუდალასთან, შონ ლივინგსტონთან და დევიდ ვესტთან გაფორმებული კონტრაქტების შემდეგ NBA-ს ჩემპიონ “გოლდენ სტეიტ ვორიორზს” სახელფასო ფონდი თანდათან ეწურება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოკლენდელებს კევინ დურანტიც შესანარჩუნებელი რომ ჰყავთ. აქედან გამომდინარე, არი საუბრები იმაზე, რომ გუნდს შანსი აღარ აქვს დარჩენილი ხუთი თავისუფალი აგენტი: ზაზა ფაჩულია, მეტ ბარნსი, იან კლარკი, ჯეიმს მაკადუ და ჯაველ მაკგი კვლავ გუნდში ჩარიცხოს.