weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

„გოლდენ სტეიტი“ ზაზა ფაჩულიას შენარჩუნებას აპირებს

12:28 ოთხშაბათი, 05 ივლისი 2017

NBA-ს ჩემპიონი კლუბი „გოლდენ სტეიტ ვორიორსი” ზაზა ფაჩულიას შენარჩუნებას მომავალი სეზონისთვისაც აპირებს. ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა USA Today ავრცელებს, თუმცა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ „გოლდენ სტეიტმა“ საჩემპიონო სეზონის შემოქმედ კალათბურთელთა უმეტესობას ხელშეკრულებები უკვე გაუგრძელა და როგორც ჩანს, ახლა საქართველოს ნაკრების კაპიტნის ჯერიც დადგა. მოგეხსენებათ, ზაზა ფაჩულია „გოლდენ სტეიტში” გასული სეზონის წინ გადაბარგდა და საჩემპიონო ბეჭდის მოგების მიზეზით, შედარებით მცირე ხელფასს (2.9 მილიონი დოლარი) დასთანხმდა. თუ რამდენს შესთავაზებს კლუბი მომავალი სეზონისთვის ფაჩულიას, რომელიც საშუალოდ 6.1 ქულას, 5.9 მოხსნასა და 1.9 პასს აგროვებდა, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.

ცნობილია ისიც, რომ სტეფ კარისთან მაქსიმალური, ანდრე იგუდალასთან, შონ ლივინგსტონთან და დევიდ ვესტთან გაფორმებული კონტრაქტების შემდეგ NBA-ს ჩემპიონ “გოლდენ სტეიტ ვორიორზს” სახელფასო ფონდი თანდათან ეწურება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოკლენდელებს კევინ დურანტიც შესანარჩუნებელი რომ ჰყავთ. აქედან გამომდინარე, არი საუბრები იმაზე, რომ გუნდს შანსი აღარ აქვს დარჩენილი ხუთი თავისუფალი აგენტი: ზაზა ფაჩულია, მეტ ბარნსი, იან კლარკი, ჯეიმს მაკადუ და ჯაველ მაკგი კვლავ გუნდში ჩარიცხოს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]