weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ბარსელონაში“ კოუტინიოს წარუმატებლობის მიზეზად დათარსული სახლი სახელდება

14:06 პარასკევი, 05 აპრილი 2019

კატალონიის დედაქალაქ ბარსელონასთან ახლოსაა დასახლება კასტელდეფელსი, სწორედ აქ მდებარეობს ფეხბურთელ ფილიპე კოუტინიოს სახლი. ადგილობრივები ხუმრობენ და სჯერათ, რომ ეს სახლი დათარსულია.

კოუტინიომდე ამ სახლში ცხოვრობდა „ბარსაში“ დაბრუნებული სესკ ფაბრეგასი, რომელიც სათანადოდ ვერ ათამაშდა და შემდეგ „ჩელსიში“ გადავიდა. ამ სახლში ცხოვრობდა თომას ვერმაელენი, რომელიც მარადიულად ტრავმირებულია და თამაში ფაქტობრივად არ უწევს. ამ სახლში ცხოვრობდა ანდრე გომეში, რომელმაც „ბარსელონაში“ თავი ვერ დაიმკვიდრა და „ევერტონში“ გადაბარგდა.

ფილიპე კოუტინიოზე „ბარსელონაში“ დიდ იმედებს ამყარებდნენ. იგი კატალონიურმა გრანდმა 160 მილიონ ევროდ შეიძინა და ნეიმარის შემცვლელად განიხილებოდა. გაჩნდა იმედი, რომ სახლს წყევლა აეხსნებოდა. ბრაზილიელი შემტევი კი ჯერ-ჯერობით ძალიან შორსაა მასზე გაცემული ავანსების გამართლებისგან, არადა დასაწყისი ცუდი არ ჰქონდა - 10 გოლი 22 თამაშში, თუმცა ვითარება ნელ-ნელა გაუარესდა: მას შემდეგ კოუტინიომ 40 თამაშში მხოლოდ 9 გოლის გატანა მოახერხა, მის თამაშს ნერვიულობა ეტყობა და როგორც წყაროები იუწყებიან, „ბარსა“ მზადაა 100-მილიონიანი შეთავაზების შემთხვევაში, კოუტინიო გაასხვისოს.

საერთო მოსაზრებით, კოუტუნიო კარგი ფეხბურთელია, შესანიშნავი მონაცემებით, თუმცა მას რაღაც გაურკვეველი პრობლემა აქვს, მუდმივად რაღაც აბრკოლებს, აშინებს და სასოწარკვეთილია. მარტივი შეფასებით, ბრაზილიის ნაკრების წევრს თავდაჯერება და სითამამე აკლია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]