მაისურაძემ ტურნირის საწყის რაუნდში ჰოლანდიელი ჯიმ ჰეიმანს იპონზე დაგდებას მხოლოდ 31 წამი მოანდომა, შემდეგ კი დამატებით დროში ვაზარით ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონი მატიას კასე (ბელგია) დაამარცხა.
მაისურაძემ მერვედფინალში უკრაინელ ბოგდან ზუსკოს იპონით სძლია, მეოთხედფინალში ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორსა და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელ ანტუან ვალუა-ფორტიეს (კანადა) ასევე იპონით აჯობა, ნახევარფინალში კი ოლიმპიურსა და ევროპის ჩემპიონს და მსოფლიო პირველობის ბრინჯაოს მედალოსან ხასან ხალმურზაევს ვაზარით მოუგო.
ლუკა მაისურაძე ძალიან აქტიური იყო ფინალშიც, სადაც დამაჯერებლად აჯობა იტალიელ კრისტიან პარლატის. ქართველმა ძიუდოკამ ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი იპონზე დასცა.