weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ჰიუსტონელთა ახალი რეკორდი

11:01 ორშაბათი, 08 აპრილი 2019

„ჰიუსტონ როკეტსმა“ NBA-ში „ფინიქს სანზთან“ მოგებულ შეხვედრაში (149:113) ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში ახალი რეკორდი დაამყარა - გუნდმა 27 სამქულიანი ჩააგდო. საამისოდ ჰიუსტონელებს 57 ცდა დასჭირდათ.

ერიკ გორდონმა 8 სამქულიანი მიითვალა, ჯეიმს ჰარდენმა - 5, პ.ჯ. ტაკერმა - 4, დანუელ ჰაუსმა - 3, ქრის პოლმა, ოსტინ რივერსმა და გარი კლარკმა - ორ-ორი, იმან შამპერტმა კი - 1.

დეკემბერში ტეხასელებმა „ვაშინგტონ უიზარდზს“ 26 სამქულიანი ჩაუგდეს (136:118) და „კლივლენდ კავალიერსის“ მიერ 2017 წელს დამყარებული რეკორდი ერთი ზუსტი ტყორცნით გააუმჯობესეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]