„გუნდმა კარი გამიღო. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იქნება აქ თამაში. ეს ჩემთვის დიდებული დღეა. მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას გამოვლენილი ნდობისთვის და მადლობა ღმერთს. ‘კრუზეიროსთან’ პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმებაზე ვოცნებობდი. მინდა, გავიტანო გოლები და მივუძღვნა გულშემატკივრებს“, - განაცხადა ჟოაო მენდესმა.
ბევრი ქომაგი და საფეხბურთო სპეციალისტი შიშობს, რომ თინეიჯერი ფეხბურთელი ვერ გაუძლებს ზეწოლას, რომლის გადალახვაც მას ლეგენდად ქცეული მამის განვლილი კარიერიდან გამომდინარე მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ თავად რონალდინიოს „კრუზეიროში“ არ უთამაშია, იგი სამშობლოში პორტო ალეგრის „გრემიოს“ (1998-2001), რიო დე ჟანეიროს „ფლამენგოს“ (2011-2012), ბელო ორიზონტეს „ატლეტიკო მინეიროსა“ (2012-2014) და რიო დე ჟანეიროს „ფლუმინენსეს“ (2015) ღირსებას იცავდა.