weather cur horoscope tv
ოქტომბერი 29, 2020

„თელავმა“ მორიგი გამარჯვება „გაგრასთან“ მოიპოვა

10:20 სამშაბათი, 09 აპრილი 2019 hits 426

ეროვნული ლიგა 2-ის მორიგი ტურის მატჩში საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ კიდევ ერთი გამარჯვება მიითვალა. თელაველებმა „გაგრას“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლა და მეტოქე 3:1 დაამარცხეს.

ანგარიში სტუმრებმა მე-40 წუთზე გახსნეს, მასპინძელთა მხრიდან კი საპასუხოდ გოლები ფირუზ მარაქველიძემ, დიმიტრი ტატანაშვილმა პენალტით და დმიტრო პუდიმ გაიტანეს. მოგვიანებით, უკრაინელი ლეგიონერი გუნდის გულშემატკივრებმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

„თელავს“ 6 ტურის თავზე 12 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-3 ადგილზეა, რაც შეეხება „გაგრას“, ათგუნდიან გათამაშებაში კვლავ მე-7 პოზიციაზე დარჩა.

მორიგ, მე-7 ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი „თელავი“ 13 აპრილს, სტუმრად თბილისში გამართავს და მეორეადგილოსან „მერანს“ დაუპირისპირდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]