ანგარიში სტუმრებმა მე-40 წუთზე გახსნეს, მასპინძელთა მხრიდან კი საპასუხოდ გოლები ფირუზ მარაქველიძემ, დიმიტრი ტატანაშვილმა პენალტით და დმიტრო პუდიმ გაიტანეს. მოგვიანებით, უკრაინელი ლეგიონერი გუნდის გულშემატკივრებმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.
„თელავს“ 6 ტურის თავზე 12 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-3 ადგილზეა, რაც შეეხება „გაგრას“, ათგუნდიან გათამაშებაში კვლავ მე-7 პოზიციაზე დარჩა.
მორიგ, მე-7 ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი „თელავი“ 13 აპრილს, სტუმრად თბილისში გამართავს და მეორეადგილოსან „მერანს“ დაუპირისპირდება.