უძლიერესთა შეჯიბრებას ინგლისის ქალაქმა ლიდსმა უმასპინძლა. 30 წლის ბიორნსონმა ყველაზე მძიმე შტანგა (350 კგ) აწია და სხვებზე მეტ ხანს გაუძლო, რასაც ასევე დაამატა ე.წ. ჰერაკლეს სვეტების შეჯიბრი, ატლანტის ტვირთის აწევა, საბურავების წაღება და ა.შ.
შეჯიბრში მეორე და მესამე ადგილები პოლონელმა მატეუშ კეშლოვსკიმ და ქართველმა კონსტანტინე ჯანაშიამ დაიკავეს.
გამარჯვება ბიორნსონმა მეუღლესა და ოჯახის წევრებს მიუძღვნა.
შეგახსენებთ, რომ ჰაფთოურ იულიუს ბიორნსონი „სატახტოთა თამაშში“ გრეგორ კლეგანის, იგივე „მთის“ როლს ასრულებს.