მაიამელებმა რეგულარულ სეზონში 39 მატჩი მოიგეს და 43 წააგეს, ამ შედეგით კი გუნდი პლეი-ოფის მიღმა დარჩა.
დუეინ უეიდი „მაიამი ჰიტმა“ 2003 წლის დრაფტზე მეხუთე ნომრად აირჩია. მან პირველივე სეზონში ფლორიდულ კლუბს ისტორიაში პირველი ჩემპიონობა მოაგებინა, 2012-13 წლებში კი ლებრონ ჯეიმსსა და ქრის ბოშთან ერთად კიდევ ორი ბეჭედი მოიგო.
კალათბურთელი თითო სეზონი ასპარეზობდა „ჩიკაგო ბულზსა“ და „კლივლენდ კავალიერსში“, შესაბამისად, 2016-17 და 2017-18 წლებში.
უეიდი All Star-ის 13 მატჩის მონაწილეა, 2006 წლის ფინალების MVP, 2008-09 წლების საუკეთესო მექულე და დაცვითი ხუთეულის სამგზის წევრი. მას უკანახაზელებს შორის ისტორიაში ყველაზე მეტი დაფარება აქვს შესრულებული.