weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დავითაძემ ევროპირველობაზე მცირე ოქრო და მეორე ადგილი მოიპოვა

11:16 პარასკევი, 12 აპრილი 2019

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა რევაზ დავითაძემ ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ატაცში მცირე ოქრო მოიპოვა, ხოლო ორჭიდში მეორე ადგილი დაიკავა.

89 კგ წონით კატეგორიაში დავითაძემ 164, 167 და 170 კილოგრამი აწია, ბოლო ცდა კი 23-წლამდელებს შორის საუკეთესო გახლდათ.

აკვრაში ძალოსანმა პირველ ცდაზე 194 კილოგრამი დაიმორჩილა, თუმცა მეორე ცდაზე 199 ვერ აწია. ამის შემდეგ სამწვრთნელო შტაბმა წონა 200-მდე აწიეს, რაც დავითაძემ დაიმორჩილა და ორჭიდის ჯამში 370 კილოგრამით დროებით პირველ ადგილზე გადავიდა.

გამოსვლა დაწყებული არ ჰქონდა სომხეთის წარმომადგენელ ჰაკობ მიკირტიჩიანს, რომელმაც ასპარეზობა აკვრაში 201 კილოგრამით დაიწყო. ატაცში მიკირტიჩიანს 164 ჰქონდა დაფიქსირებული და 201 კილოგრამის აწევით მეორე ადგილი გაინაღდა. ამის შემდეგ კი სომხეთის წარმომადგენელმა 207 შეუკვეთა, აწია (ჯამში 371) და ევროპის ჩემპიონი გახდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]