weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ფაჩულიას გუნდი პლეი-ოფშია

11:45 პარასკევი, 12 აპრილი 2019

NBA-ის 2018-2019 წლების რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში გამარჯვების წყალობით, ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონზი“ პლეი-ოფში ითამაშებს.

დეტროიტელებმა მომდევნო ეტაპზე გასასვლელად გამარჯვება სტუმრად უმოტივაციო „ნიუ იორკ ნიქსთან“ მოიპოვეს ანგარიშით 115:89. ფაჩულიამ შეხვედრაში პარკეტზე 15 წუთი დაჰყო და გუნდს 6 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი შესძინა, ასევე 4-დან ორი ორქულიანი და 2-დან ორი საჯარიმო სროლა ჩააგდო.

ზაზა ფაჩულიამ NBA-ში მე-16 რეგულარული სეზონი ჩაატარა, საიდანაც მეცხრედ მოახერხა პლეი-ოფში გასვლა.

„დეტროიტ პისტონზმა“ რეგულარული სეზონი 41 მოგებითა და ამდენივე მარცხით მერვე ადგილზე დაასრულა. პლეი-ოფში იგი ფაჩულიას ყოფილ გუნდს - „მილოუკი ბაქსს“ დაუპირისპირდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]