weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დიეგო კოსტა უმკაცრესად დასაჯეს

12:19 პარასკევი, 12 აპრილი 2019

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელ დიეგო კოსტასთვის მიმდინარე სეზონი ნაადრევად დასრულდა, რისი მიზეზიც მკაცრი დისკვალიფიკაციაა.

საქმე ისაა, რომ ბრაზილიური წარმოშობის ესპანელი ფორვარდი „ბარსელონასთან“ მატჩში მოედნიდან გააძევეს, მომხდარზე ლა ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელა და დასკვნაც გამოიტანა: ფეხბურთელი 94-ე და 96-ე მუხლების თანახმად დაისაჯა, რაც რვამატჩიან დისკვალიფიკაციას გულისხმობს.

დიეგო კოსტამ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში მთავარ არბიტრს, ხილ მანსანოს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც მსაჯმა მას უმალ წითელი ბარათი აჩვენა. გაძევების გამო დიეგო კოსტა 4 მატჩით დაისაჯა, კიდევ 4 მატჩი კი იმისთვის დაუმატეს, რომ მსაჯს ხელით შეეხო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]