weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლაშა ტალახაძემ სამი ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

21:59 შაბათი, 13 აპრილი 2019

საქართველოს ეროვნული ნაკრების ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ბათუმში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, სამი ოქროს მედალი მოიპოვა და  ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა.

ქართველმა სპორტსმენმა ატაცში გასულ წელს აშხაბადში დაფიქსირებული რეკორდი გააუმჯობესა და ამჯერად 218 კილოგრამი აწია. ატაცში 25 წლის ძალოსანმა ასევე აშხაბადში დაფიქსირებული მსოფლიოს საუკეთესო მაჩვენებელი ერთი ცდით გააუმჯობესა, 260 კილოგრამი დაიმორჩილა და საბოლოოდ ორჭიდში დაფიქსირებული შედეგიც (478) სარეკორდო აღმოჩნდა.

ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ირაკლი თურმანიძემ. 34 წლის სპორტსმენმა აბსოლუტ წონით კატეგორიაში ატაცში 206 კილოგრამის დაფიქსირებით მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო აკვრაში - მესამე (241). ორჭიდში ირაკლის 447 კგ დაუგროვდა და მეორე ადგილზე გავიდა. ევროპის ჩემპიონატზე თურმანიძემ ვერცხლის მედალი პირველად მოიპოვა, აქამდე ქართველს ბრინჯაოსა და ოქროს მედლები ჰქონდა აღებული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]