weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქართველმა მოჭიდავეებმა ვერცხლისა და ოქროს მედლები მოიპოვეს

11:04 ორშაბათი, 15 აპრილი 2019

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები - ლაშა გობაძე (82 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) ევროპის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ბრინჯაოს მედალს კი ლევან ქავჟარაძე (63 კგ) დაეუფლა. ბუქარესტში, ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ჯამში 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გობაძემ ფინალური შეხვედრა დანიის სახელით მოასპარეზე რაიბეკ ბისულთანოვთან ჩაატარა და 3:4 დამარცხდა. გობაძე შეჯიბრში მერვედფინალიდან ჩაება, სადაც მოლდოველ მიჰაილ ბრადუს 5:4 სძლია, მეოთხედფინალში რუს ალექსანდრ კომაროვს 5:0 მოუგო, ნახევარფინალში კი ფინელ ვილი როპონენს ჩინებული ხუთქულიანი გდებები გაუკეთა და მეტოქე წამებში 11:0 გაანადგურა.

გადამწყვეტ შერკინებაში იაკობ ქაჯაია მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონს, ევროპის პირველობის 7-გზის გამარჯვებულსა და ოლიმპიადის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორ რიზა ქაია ალფის (თურქეთი) გაეჯიბრა და 0:3 დამარცხდა. მანამდე მერვედფინალში ფინელი ჰეიკი ლაჰტი 9:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში იგივე ანგარიშით პოლონელ ანჯეი კრაიევსკის აჯობა, ნახევარფინალში კი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონსა და რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორ სერგეი სემიონოვს (რუსეთი) 3:2 მოუგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]