weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზურაბ სტურუა სენიორთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა

12:44 ორშაბათი, 15 აპრილი 2019

ქართველი მოჭადრაკე ზურაბ სტურუა (2531) საბერძნეთის კუნძულ როდოსზე გამართული სენიორთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

სტურუამ 50+ ასაკის ღია კატეგორიაში 9-დან 7.5 ქულა მოაგროვა და სერბ მილოშ პავლოვიჩთან ერთად პირველ-მეორე ადგილები გაინაწილა, დამატებითი მაჩვენებლებით კი ოქროს მედალი ერგო. ამავე კატეგორიაში გიული ალიხანაშვილმა (1895) 4.0 ქულით 34-ე შედეგი დააფიქსირა.

65+ ასაკის ქალბატონთა შეჯიბრში 6.0 ქულით მე-2 ადგილზე გავიდა თამარ ხმიადაშვილი (1976), ლეგენდარულმა ნონა გაფრინდაშვილმა (2294) კი 5.5 ქულა მიითვალა და მე-4 ადგილით ამჯერად კვარცხლბეკს მიღმა დარჩა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]