weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქართველ კარატისტთა 4 მედალი და მეორე ადგილი ევროპის ჩემპიონატზე

16:03 ორშაბათი, 15 აპრილი 2019

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში, სადაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შესანიშნავად იასპარეზა.

75 კგ წონით კატეგორიაში მიხეილ წიკლაურმა ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს მესამედ დაეუფლა - ის უძლიერესი იყო 2009 და 2011 წლებში.

65 კგ წონაში ანდრეი ზინჩენკოს ვერცხლის, ხოლო სერგო მოვსესიანს ბრინჯაოს მედალი ერგო, 95 კგ წონით კატეგორიაში კი ლევან ვერულიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ოქროს, ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა, რაც გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა შორის მეორე შედეგი იყო.

აქვე გეტყვით, რომ გაისად ევროპის ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს. ტურნირი 3-4 აპრილს გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]