weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ალაზანი“ თბილისის „კოლხთან“ დამარცხდა

23:00 ოთხშაბათი, 17 აპრილი 2019

რეგიონული ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში გურჯაანის „ალაზანმა“ საკუთარ მოედანზე დასანანი მარცხი იწვნია. გურჯაანელმა ფეხბურთელებმა „კოლხთან“ რეალური საგოლე მომენტები და თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენეს.

შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, ხშირი იყო უხეშობა, მატჩის მეორე ტაიმში კი უპირატესობა მასპინძელმა „ალაზანმა“ მოიპოვა და ხელსაყრელი ეპიზოდებიდან ვერ მოახერხა გოლის გატანა. საპასუხოდ „კოლხს“ გაუმართლა, როდესაც მატჩის მიწურულს „ალაზანის“ გოლკიპერმა მაღალ ჩაწოდებაზე გამოსვლისას მუშტებით ბურთი სათანადოდ ვერ მოიგერია და მეტოქე ფეხბურთელმაც დაუცველ კარში გაიტანა. საფინალო სასტვენამდე მცირე დრო იყო დარჩენილი და „ალაზანმაც“ შეუტია, რაც უკანასკნელ წუთზე მოპოვებულ პენალტით დაუფასდა, თუმცა თორნიკე დანაჭრელაშვილის დაბალი დარტყმული თბილისელთა მეკარემ უკუაგდო და „ალაზანმაც“ პირველად დაკარგა საჭირო ქულები.

სამი ტურის თავზე „ალაზანს“ ორი მოგება და ერთი მარცხი აქვს. მორიგ თამაშს ოთარ ვარამიშვილის გუნდი 24 აპრილს, სტუმრად ლაგოდეხში გამართავს და „ჰერეთს“ დაუპირისპირდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]