შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, ხშირი იყო უხეშობა, მატჩის მეორე ტაიმში კი უპირატესობა მასპინძელმა „ალაზანმა“ მოიპოვა და ხელსაყრელი ეპიზოდებიდან ვერ მოახერხა გოლის გატანა. საპასუხოდ „კოლხს“ გაუმართლა, როდესაც მატჩის მიწურულს „ალაზანის“ გოლკიპერმა მაღალ ჩაწოდებაზე გამოსვლისას მუშტებით ბურთი სათანადოდ ვერ მოიგერია და მეტოქე ფეხბურთელმაც დაუცველ კარში გაიტანა. საფინალო სასტვენამდე მცირე დრო იყო დარჩენილი და „ალაზანმაც“ შეუტია, რაც უკანასკნელ წუთზე მოპოვებულ პენალტით დაუფასდა, თუმცა თორნიკე დანაჭრელაშვილის დაბალი დარტყმული თბილისელთა მეკარემ უკუაგდო და „ალაზანმაც“ პირველად დაკარგა საჭირო ქულები.
სამი ტურის თავზე „ალაზანს“ ორი მოგება და ერთი მარცხი აქვს. მორიგ თამაშს ოთარ ვარამიშვილის გუნდი 24 აპრილს, სტუმრად ლაგოდეხში გამართავს და „ჰერეთს“ დაუპირისპირდება.