weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

„თელავმა“ საქართველოს თასზე „ვიტ ჯორჯია“ დაამარცხა

10:20 ხუთშაბათი, 18 აპრილი 2019

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მიმდინარე გათამაშებაში თბილისის „ვიტ ჯორჯია“ საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

თელაველთაგან ორი გოლი გიორგი ერისთავმა (ერთი პენალტით) გაიტანა, მესამე კი - მატჩის მიწურულს შეცვლაზე შესულმა ნიკოლოზ ხაჩიძემ, რომელმაც გუნდში დებიუტი ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 77-ე წუთზე თავი „თელავის“ კიდევ ერთმა დებიუტანტმა გამოიჩინა - უკრაინელმა მეკარე ბოგდან ბეზკროვნიმ მეტოქე გიორგი ვაზაგაშვილის პენალტი მოიგერია.

მორიგ შეხვედრას დენის ხომუტოვის გაწვრთნილი თელავური გუნდი 23 აპრილს გამართავს და ეროვნული ლიგა 2-ის მე-8 ტურში ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებს. დასაწყისი 15:00 სთ.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]