თელაველთაგან ორი გოლი გიორგი ერისთავმა (ერთი პენალტით) გაიტანა, მესამე კი - მატჩის მიწურულს შეცვლაზე შესულმა ნიკოლოზ ხაჩიძემ, რომელმაც გუნდში დებიუტი ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 77-ე წუთზე თავი „თელავის“ კიდევ ერთმა დებიუტანტმა გამოიჩინა - უკრაინელმა მეკარე ბოგდან ბეზკროვნიმ მეტოქე გიორგი ვაზაგაშვილის პენალტი მოიგერია.
მორიგ შეხვედრას დენის ხომუტოვის გაწვრთნილი თელავური გუნდი 23 აპრილს გამართავს და ეროვნული ლიგა 2-ის მე-8 ტურში ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებს. დასაწყისი 15:00 სთ.