weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

18-წლამდელმა „ბორჯღალოსნებმა“ კალინინგრადში რუსეთის ნაკრები გაანადგურეს

11:31 ხუთშაბათი, 18 აპრილი 2019

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა კალინინგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მასპინძელ რუსეთს 10 ლელო გაუტანა, 64:10 დაამარცხა და ფინალში ტიტულს ესპანეთთან დაიცავს.

უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარეს. დავით ჩავლეიშვილის შეგირდები პირველ ტაიმში უმეტესად ძალისმიერ სტილში თამაშობდნენ, მეორეში კი ბურთი გაშალეს და შედეგი ერთნაირი მოიმკეს - თითო ტაიმში 5-5 ლელო გავიდა.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი საქართველო, ტიტულის დაცვას ფინალურ მატჩში ესპანეთთან შეეცდება, რომელმაც ნახევარფინალში პორტუგალიას 20:5 აჯობა. შეხვედრა 20 აპრილს, საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]