weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბითაძის „ბუდუჩნოსტმა“ ჩამორჩენა შეამცირა

12:07 ხუთშაბათი, 18 აპრილი 2019

გოგა ბითაძის კლუბმა „ბუდუჩნოსტმა“ ადრიატიკის ლიგის ფინალის მე-3 მატჩში ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ 80:72 სძლია და სერიაში ჩამორჩენა შეამცირა – 1:2. შეხვედრაში გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელიც პოდგორიცელებმა 21:8 მოიგეს.

ქართველი კალათბურთელი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20 წუთში 4 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. ბითაძემ ორიდან 1 ორქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ორჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ორჯერ დაჯარიმდნენ.

გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო ამერიკელი ლეგიონერი ნორის კოული იყო, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო, „ცრვენა ზვეზდას“ კი ასევე ამერიკელმა კეი სი რივერსმა ულიდერა 19 ქულით.

ფინალის მე-4 მატჩი ისევ პოდგორიცაში 19 აპრილს ჩატარდება და თუ სერიაში ანგარიში გათანაბრდა, გადამწყვეტ თამაშს ბელგრადი 22 აპრილს უმასპინძლებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]