weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შენგელიას „ბასკონიამ“ მოსკოვში ანგარიში გაათანაბრა

11:43 პარასკევი, 19 აპრილი 2019

თორნიკე შენგელიას კლუბმა „სასკი ბასკონიამ“ მოსკოვში „ცსკა“-ს 78:68 სძლია და ევროლიგის მეოთხედფინალურ სერიაში წონასწორობა აღადგინა – 1:1.

საინტერესოა, რომ ბასკურ კლუბს რუსეთის დედაქალაქში 2005 წლის მაისის შემდეგ ქონდა მოგებული და ნავსი 14 წლის შემდეგ გატეხა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 22 წუთში 7 ქულა, 5 მოხსნა (1 შეტევაში), 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. „თოკომოტივმა“ ექვსიდან 2 ორქულიანი და 1 სამქულიანი ჩააგდო, 3 საჯარიმო ააცილა, ბურთი ორჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ოთხჯერ დაჯარიმდნენ.

ახლა, მეოთხედფინალური სერია ესპანეთში გადაინაცვლებს და თუკი „ბასკონიამ“ 24 და 26 აპრილს ორივე საშინაო მატჩი მოიგო, ე.წ. ოთხთა ფინალის საგზურს მოიპოვებს, რომელიც სწორედ ბასკეთში ჩატარდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]