weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზაფხულში „იუვენტუსს“ 6 ფეხბურთელი დატოვებს

11:47 შაბათი, 20 აპრილი 2019

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ამსტერდამის „აიაქსთან“ მარცხის შემდეგ, როგორც ჩანს, ტურინის „იუვენტუსში“ „დიდი წმენდა“ დაიგეგმა. იტალიური პრესის ცნობით, ტურინულ გრანდს სეზონის ბოლოს რამდენიმე მოთამაშე დატოვებს.

მასიმილიანო ალეგრის გუნდიდან წამსვლელთა შორის სახელდებიან პაულო დიბალა, დუგლას კოსტა, მირალემ პიანიჩი, ალექს სანდრო და მარტინ კასერესი, ხოლო ანდრეა ბარძალის ბედი უკვე გარკვეულია - 38 წლის ვეტერანი მცველი სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს იტალიის ყველაზე ტიტულოვან კლუბს და კარიერას დაასრულებს.

იტალიურ მედიაში ასევე გაჟღერდა კრისტიანო რონალდოს სახელი, თუმცა მალევე გაირკვა, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავი ტურინში თავს კარგად გრძნობს და არსად წასვლას არ აპირებს.

„იუვენტუსი“ იტალიის მიმდინარე სერია A-ს დიდი უპირატესობით ლიდერობს და მორიგი ჩემპიონობა პრაქტიკულად განაღდებული აქვს - განვლილი 32 ტურის შემდეგ გუნდს 84 ქულა აქვს და მეორეადგილოსან „ნაპოლის“ 17 ქულით უსწრებს, თუმცა ტურინელთათვის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა მტკივნეული გამოდგა და საზაფხულო ცვლილებებიც ამის გამო დაიგეგმა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]