weather cur horoscope tv
ნოემბერი 03, 2024

„იუვენტუსის“ ზედიზედ მერვე და „პსჟ“-ს ზედიზედ მეორე ჩემპიონობა [Video]

10:24 ორშაბათი, 22 აპრილი 2019

ორ წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატში გამარჯვებულთა ვინაობა ვადაზე ადრე გაირკვა. „იუვენტუსისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ ჩემპიონობა მთელი სეზონის მანძილზე ეჭვს არ იწვევდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ტურინული გრანდი სერია A-ს გამარჯვებული ზედიზედ მერვედ გახდა, მსგავსი მიღწევა კი ტოპ-ჩემპიონატებში არცერთ კლუბს არ აქვს.

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა 33-ე ტურში ფლორენციის „ფიორენტინას“ უმასპინძლა, მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა და 87 ქულა დააგროვა, რითაც მდევრებისგან მიუწვდომელი გახდა. „იუვენტუსმა“ იტალიის ჩემპიონობა რეკორდულად, 35-ედ იზეიმა.

„პარი სენ-ჟერმენის“ მორიგი ტიტული მეორეადგილოსანი „ლილის“ ფრედ დასრულებულმა მატჩმა გააოფიციალურა, თავად პარიზელებმა კი 33-ე ტურის შეხვედრა მოგვიანებით, საკუთარ მოედანზე „მონაკოსთან“ გამართეს და ლეონარდო ჟარდიმის გუნდი კილიან მბაპეს ჰეთ-თრიქით დაამარცხეს. ფრანგმა სუპერვარსკვლავმა მიმდინარე ჩემპიონატში 30 გოლს მოუყარა თავი და დიდი ალბათობით, ბომბარდირის წოდებასაც ირგუნებს. „პსჟ“ ლიგა 1-ის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა, სულ კი მერვედ მოიპოვა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული. სხვათა შორის, „პსჟ“-მ გასული წლის ჩემპიონობაც „მონაკოსთან“ მატჩში გაიფორმა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]