weather cur horoscope tv
თებერვალი 24, 2020

„თელავმა“ ქობულეთის „შუქურა“ დაამარცხა

17:40 სამშაბათი, 23 აპრილი 2019 hits 292

საფეხბურთო ეროვნული ლიგა 2-ის მე-8 ტურის მატჩში „თელავმა“ შინ, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და მეტოქე გუნდი იოლად, ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

ანგარიში მე-19 წუთზე თელაველთა უკრაინელმა ლეგიონერმა დმიტრო პუდიმ გახსნა, სამ წუთში რატი კაკიაშვილმა სხვაობა გაზარდა, მეორე ტაიმის 53-ე წუთზე კი ირაკლი რუხაძემ პენალტით კიდევ უფრო წინ გაიყვანა გუნდი. „შუქურამ“ სხვაობა შეამცირა, თუმცა ათიოდე წუთში ავტოგოლი გაუშვა და საბოლოო შედეგიც დაფიქსირდა.

ამ გამარჯვებით „თელავმა“ 15 ქულას მოუყარა თავი. მორიგ შეხვედრას დენის ხომუტოვის გაწვრთნილი გუნდი 4 მაისს, შაბათს, სტუმრად განმუხურში გამართავს და „ზუგდიდს“ დაუპირისპირდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]