ანგარიში მე-19 წუთზე თელაველთა უკრაინელმა ლეგიონერმა დმიტრო პუდიმ გახსნა, სამ წუთში რატი კაკიაშვილმა სხვაობა გაზარდა, მეორე ტაიმის 53-ე წუთზე კი ირაკლი რუხაძემ პენალტით კიდევ უფრო წინ გაიყვანა გუნდი. „შუქურამ“ სხვაობა შეამცირა, თუმცა ათიოდე წუთში ავტოგოლი გაუშვა და საბოლოო შედეგიც დაფიქსირდა.
ამ გამარჯვებით „თელავმა“ 15 ქულას მოუყარა თავი. მორიგ შეხვედრას დენის ხომუტოვის გაწვრთნილი გუნდი 4 მაისს, შაბათს, სტუმრად განმუხურში გამართავს და „ზუგდიდს“ დაუპირისპირდება.