weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რონდა რაუზიმ კარიერა დაასრულა

13:05 ოთხშაბათი, 24 აპრილი 2019

ამერიკელმა პროფესიონალმა რესლერმა, ექს-ძიუდოკამ და ყოფილმა MMA-მებრძოლმა, რონდა რაუზიმ სპორტული კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

32 წლის სპორტსმენმა და მსახიობმა, რომელიც UFC-დან რესლინგში (WWE) გადავიდა, ბოლო ორთაბრძოლა 7 აპრილს, WrestleMania 35-ზე გამართა, სადაც მარცხი იწვნია და ტრავმა მიიღო.

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, როუზი დაბრუნებას აგვისტოში სუპერ-სლემის შოუსთვის აპირებდა, თუმცა YouTube-ს საკუთარ არხზე ვიდეო განათავსა, სადაც აცხადებს, რომ პროფესიონალურ კარიერას ასრულებს. რონდა რაუზის თქმით, მას ოჯახის შექმნა სურს.

რონდა რაუზიმ შერეულ ორთაბრძოლებში (MMA) 14 შეხვედრა გამართა, საიდანაც 12 მოიგო, 2 კი წააგო. 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებში იგი ძიუდოში გამოვიდა და 70 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი აიღო, მის წინა წელს კი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

რონდა რაუზი გადაღებულია რამდენიმე სერიალსა და ფილმში, მათ შორის ჰოლივუდურ ექშენებში - The Expendables 3, Furious 7, Mile 22.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]