როგორც ირკვევა, ესპანეთის სუპერ თასის მასპინძლობის სანაცვლოდ არაბული მხარე წელიწადში €30 მილიონს გადაიხდის.
შეგახსენებთ, რომ გასულ წლამდე ესპანეთის სუპერ თასზე ორმატჩიანი დაპირისპირება იმართებოდა, რომელშიც ქვეყნის ჩემპიონი და სამეფო თასის მფლობელი ხვდებოდნენ. წინა წელს კი ფინალი ერთმატჩიანად გადაკეთდა და მას მაროკოს ქალაქმა ტანჟერმა უმასპინძლა.
2020 წლიდან ესპანეთის სუპერ თასი იანვარში ჩატარდება და ჩემპიონატის პირველ-მეორეადგილოსნებს სამეფო თასის ფინალისტები დაემატებიან, ხოლო თუ ერთიდაიგივე გუნდების გამო გადაკვეთა დაფიქსირდება, უპირატესობა „კოპა დელ რეის“ ნახევარფინალისტებს მიენიჭებათ.