weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ბათუმის „დინამომ“ მოქმედ ჩემპიონს სძლია

10:51 ხუთშაბათი, 25 აპრილი 2019

საქართველოს ეროვნული ლიგის პრინციპულ შეხვედრაში ბათუმის „დინამომ“ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ დაამარცხა და მიმდინარე ჩემპიონატში პირველი ადგილი წაართვა.

მე-10 ტურის მატჩში მატჩის დაწყებისთანავე სტუმრები დაწინაურდნენ - მოედნის ცენტრში, გიული მანჯგალაძის არაზუსტი გადაცემა გიორგი დიასამიძემ ჩაჭრა, დრიბლინგით შეიჭრა მასპინძელთა საჯარიმოში და ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელის, მიხეილ ალავიძის კარი დალაშქრა. მე-18 წუთზე ოგნიენ როლოვიჩმა მეორე გოლი გაუტანა ბათუმელებს და მასპინძლები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, თუმცა სულ მალე ვლადიმერ მამუჩაშვილმა დუბლი შეასრულა და ანგარიშიც გაიქვითა. გარდა ამისა, 37-ე წუთზე პირისპირ გასული ჯოვინო ფლამარიონი თბილისელთა მეკარე ომარ მიგინეიშვილმა წააქცია, პენალტი თავად ბრაზილიელმა შეასრულა, მაგრამ „საბურთალოს“ გოლკიპერმა მისი დარტყმული ბურთი მოიგერია. წარუმატებელი თერთმეტრიანის შემდეგ შესვენებამდე „დინამომ“ მესამე გოლის გატანა მაინც მოახერხა - ნიკოლოზ საბანაძემ ორთაბრძოლა გაგი მარგველაშვილს მოუგო და მასპინძლები წინ გაიყვანა.

მეორე ტაიმში ჩემპიონმა „საბურთალომ“ ცვლილებებით მატჩის შემოტრიალება სცადა და დიდი ძალებით შეუტია „დინამოს“, მაგრამ სწრაფი კონტრიერიში მიიღეს და ჯოვინო ფლამარიონის პასით გაბრიელ რამოსმა საბურთალოელებს მეოთხე გოლი გაუტანა.

ამ გამარჯვებით ბათუმის „დინამომ“ 22 ქულა დააგროვა და „საბურთალოს“ ლიდერობა ჩამოართვა - მოქმედმა ჩემპიონმა 21 ქულით მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]