weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნინო სალუქვაძე ოლიმპიადაზე მეცხრედ იასპარეზებს

11:39 პარასკევი, 26 აპრილი 2019

ლეგენდარულმა ქართველმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია პირველივე ჯერზე მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ზედიზედ მე-9  ოლიმპიადაზე გამოვა.

სალუქვაძის ლიცენზია ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოსთვის ჯერჯერობით პირველია.

ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა სალუქვაძემ ლიცენზიის მოპოვება პეკინში დაწყებულ ტყვიის მსროლელთა მსოფლიოს თასზე შეძლო, სადაც პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში 578 ქულით ფინალშიც შევიდა, იქ კი 176.9 ქულით საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავიდა და საგზურიც მიიღო, რადგან მის წინ მდგომთაგან ოთხივეს – ბერძენ ოლიმპიურსა და მსოფლიოს ჩემპიონ ანა კორაკაკის, რუს ოლიმპიურ ვიცე-ჩემპიონ ვიტალინა ბაცარაშკინას, უნგრელ ვერონიკა მაიორის და კორეელ მინჯუნ კიმს უკვე ჰქონდათ საგზურები (თავად ტურნირი კორეელმა მოიგო 154.0 ქულით).

ვეტერანი ქართველი სპორტსმენი მეცხრე ოლიმპიადაზე მონაწილეობით ლატვიელ ოლიმპიურსა და მსოფლიოს ჩემპიონს, ევროპის ორგზის გამარჯვებულ მსროლელ აფანასის კუზმინსს გაუთანაბრდა. აღსანიშნავია, რომ 1988 წელს, სეულის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულები ორივე გახდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]