გამოცემის თანახმად, კატალონიელები მანჩესტერელთა ბოლოდროინდელი ჩავარდნით ისარგებლებენ და 21 წლის თავდამსხმელში „იუნაიტედს“ 115 მილიონ ევროს შესთავაზებენ.
რეშფორდის მიმდინარე კონტრაქტი მანჩესტერულ გრანდთან 2020 წლამდეა გათვლილი, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით, თუმცა „მანჩესტერი“ უკვე მუშაობს ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელის ხელფასი კვირაში 347 ათას ევრომდე გაიზრდება.
მიმდინარე სეზონში მარკუს რეშფორდმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით 44 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.