weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქართველმა ჰოკეისტებმა ისლანდიის ნაკრებსაც სძლიეს

11:03 შაბათი, 27 აპრილი 2019

მექსიკაში მიმდინარე ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე მე-2  დივიზიონის B გუნდებს შორის საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. მე-4 ტურის შეხვედრაში ქართველმა ჰოკეისტებმა შარშან მე-2 დივიზიონის A ჯგუფიდან დაქვეითებული ისლანდია დამარცხეს.

შეხვედრა ქართველი ჰოკეისტებისთვის კატასტროფულად დაიწყო და მე-12 წუთის დასაწყისისთვის ისინი უკვე 0:3 აგებდნენ, თუმცა ისინი არ შედრკნენ და მთელი ძალისხმევით განაგრძეს თამაში, რამაც შედეგი გამოიღო და ჯერ არტიომ კოზიულინმა გამოიყენა ალექსანდრე ჟუჟუნაშვილის გადაცემა, ხოლო მე-20 წუთზე პირიქით - ალექსანდრე ჟუჟუნაშვილმა ისარგებლა არტიომ კოზიოლინის პასით და პირველი პერიოდი 2:3 დასრულდა.

მეორე პერიოდის 23-ე წუთზე ოლივერ ობოლგონიანმა ალექსანდრე ჟუჟუნაშვილის გადაცემიდან გაათანაბრა ანგარიში, 34-ე წუთზე კი არტიომ კურბატოვმა ობოლგონიანის პასის შემდეგ მეოთხე შაიბა შეაგდო ისლანდიელების კარში.

მესამე პერიოდში ქართველი ჰოკეისტები განაგრძობდნენ უკვე დემორალიზირებული ისლანდიელების კარზე შეტევებს და ჯერ იმავე ობოლგონიანმა (ასისტენტი - არტიომ კურბატოვი), ხოლო შემდეგ ალექსანდრე ვასილჩენკომ შეაგდეს შაიბები და საბოლოოდ ქართველმა ჰოკეისტებმა ფავორიტად მიჩნეული მეტოქე 6:3 დაამარცხეს.

4 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ექვსი ქულა აქვს ექვსგუნდიან ქვეჯგუფში მესამე ადგილზე იმყოფება ისრაელისა და ახალი ზელანდიის შემდეგ, რომლებსაც 9-9 ქულა აქვთ. ხვალ, გათამაშების დასკვნით ტურში, საქართველო ისრაელის ნაკრებს შეხვდება.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]